ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 12

გიორგი ჯინჭარაძე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა

გიორგი ჯინჭარაძე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავ…

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ ახალგაზრდებს შეხვდა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს სტაჟირების პროგრამაში ჩართვა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ახალგაზრდების მოზიდვა, მათი პროფესიული განვითარება და ჩვენს სტრუქტურაში ჩართვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სტაჟირების პროგრამაც.

დარწმუნებული ვარ, სტაჟიორები თავიანთ შესაძლებლობებს საუკეთესოდ გამოავლენენ. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ სამთვიანი პროგრამით არ დასრულდეს და სამომავლოდაც გავაგრძელოთ ურთიერთობა“, – აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.

3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატსა დასამინისტროებში 14 ახალგაზრდა დასაქმდა, რომლებიც უწყებების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნობიან და პროფესიულ გამოცდილებას მიიღებენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს