ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 12

17-18 ოქტომბერს ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი“ გაიმართება

17-18 ოქტომბერს ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი“ გაიმართება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 17-18 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული „პურის ფესტივალი“ გაიმართება, რომელიც ქართული ხორბლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, პურის ცხობის ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ეძღვნებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

17-18 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული „პურის ფესტივალი“ გაიმართება, რომელიც ქართული ხორბლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, პურის ცხობის ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ეძღვნებ…

17-18 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული „პურის ფესტივალი“ გაიმართება, რომელიც ქართული ხორბლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, პურის ცხობის ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ეძღვნება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფესტივალმა წელს საერთაშორისო კონკურსზე Acanthus Prize-ის უმაღლესი - ოქროს ჯილდო მოიპოვა კატეგორიაში „საზოგადოებრივი ჩართულობა, განათლება და ცნობიერების ამაღლება“. ჯილდოს საერთაშორისო გაერთიანება „ევროპის ისტორიული ბაღების მარშრუტი“ (ERHG) გასცემს. აღნიშნული აღიარება ხაზს უსვამს ფესტივალის მნიშვნელობას ქართული ხორბლისა და ტრადიციული ცოდნის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

„ფესტივალის ფარგლებში გაიმართება პურის ცხობის მასტერკლასები, შემეცნებითი და საბავშვო ღონისძიებები, მოეწყობა მეწარმეთა სივრცე და ცოცხალი მუსიკალური პროგრამა. სტუმრები გაეცნობიან ქართული ენდემური ხორბლის ჯიშებს, ბოტანიკური ბაღის მარცვლოვან კულტურათა საკოლექციო ნაკვეთსა და პურის ცხობის უძველეს ტრადიციებს.

ფესტივალი ხელს უწყობს ადგილობრივი, მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, ქართული აგროკულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ტრადიციული ცოდნის მომავალი თაობებისთვის გადაცემას.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება.

საკონტაქტო პირი - ეროვნული ბოტანიკური ბაღის საზოგადოებათა ურთიერთობისა და ღონისძიებების მენეჯერისოფო მეტრეველი: 595 62 56 20“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს