ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 33

„ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის სპეციალური მასწავლებლების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

„ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის სპეციალური მასწავლებლების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე. პროგრამის მიზანია სპეციალური მასწავლებლების დეფიციტის შემცირება მაღ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე. პროგრამის მიზანია სპეციალური მასწავლებლების დეფიციტის შემცირება მაღ…

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე. პროგრამის მიზანია სპეციალური მასწავლებლების დეფიციტის შემცირება მაღალმთიან და ბარის შორეულ სოფლებში მდებარე იმ საჯარო სკოლებში, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები.

კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი დასაქმდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე და მივლენილი იქნება ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის თანატოლებთან ერთად ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

პროგრამის სპეციალურ მასწავლებელს სკოლასთანაც გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება და ის დამატებით მიიღებს სპეციალური მასწავლებლისთვის განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებას. ამასთან, პროგრამის სპეციალურ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ ცენტრის მიერ დაგეგმილ საგანმანათლებლო ღონისძიებებში და ისარგებლონ უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობებით. კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/103416?active=1

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 13 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით.

ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს