ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 15

რომში, სურსათის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიება „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“

რომში, სურსათის მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიება „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, რომში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში, სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში მაღალი დონის საერთაშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, რომში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში, სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში მაღალი დონის საერთაშ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, რომში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში, სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიება – „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“ გაიმართა.

ღონისძიების მიზანი საერთაშორისო აუდიტორიისთვის ქართული ხორბლის ისტორიის, უნიკალური გენეტიკური მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების გაცნობა, აგრეთვე ტრადიციული ცოდნისა და თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება იყო.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, FAO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ, მაურიციო მარტინამ, კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCROM) გენერალურმა დირექტორმა, არუნა ფრანჩესკა მარია გუჯრალიმ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, ნათია შამათავამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, FAO-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამუნა ლილუაშვილმა.

„რომში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა ღონისძიება – „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის სტუმრები და გვქონდა შესაძლებლობა მათთვის გაგვეცნო ქართული ხორბლის 8000 წლიანი ისტორია და ქართული პურის ცხობის უძველესი ტრადიცია, რომელიც იუნესკო-ს მიერ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსით არის აღიარებული“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს