ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 13

ზურაბ აბაშიძე რუსთაველის გამზირის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ზურაბ აბაშიძე რუსთაველის გამზირის და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილთან და კომპანია „GWP“-ის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირსა და ალექსანდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილთან და კომპანია „GWP“-ის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირსა და ალექსანდ…

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე ლევან ბაჩიაშვილთან და კომპანია „GWP“-ის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირსა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს. მისივე თქმით, ამავდროულად, მთაწმინდის რაიონის გამგეობა ჩართულია ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

„დღეს ადგილზე გავეცანით მიმდინარე მასშტაბურ სამუშაოებს და მთაწმინდის რაიონის გამგეობის და კომპანია „GWP-ის“ წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო დაჩქარდეს სამუშაოების ტემპი, რათა რუსთაველის გამზირისა და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია თანხვედრაში მოვიდეს“, - განაცხადაზურაბ აბაშიძემ.

ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, რომელზეც მთაწმინდის გამგეობა მუშაობს, 321 მეტრი სიგრძის ქუჩაზე საგზაო და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება, არსებული რიყის ქვაფენილი სამფენიანი ასფალტის საფარით ჩანაცვლდება. ასევე მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი, დამონტაჟდება ბოძკინტები და მოაჯირები, ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის სრულ განახლებასაც მოიცავს.

განახლდება სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები, მიწისქვეშ განთავსდება ელექტროგადამცემი ხაზები და დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები LED სანათებით. კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებში კომპანია „GWP“ ჩაერთვება. ქუჩის გასწვრივ მცენარეები დაირგვება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს