ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 23

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის პროექტირებაზე საერთაშორისო კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის პროექტირებაზე საერთაშორისო კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის პროექტირებაზე საერთაშორისო კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით. რესპუბლიკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის პროექტირებაზე საერთაშორისო კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით. რესპუბლიკ…

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის პროექტირებაზე საერთაშორისო კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება, რომელშიც თანამედროვე სამედიცინო სერვისები განთავსდება.

„ახალი შენობის არქიტექტურული და საინჟინრო პროექტის მომზადების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო და საინჟინრო კომპანია ICME Healthcare-თან ხელშეკრულება გააფორმა.

ახალ კორპუსში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული კომპლექსური სამედიცინო მომსახურების მიმართულებები, მათ შორის, საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციის, ინტენსიური თერაპიის, გადაუდებელი დახმარებისა და რადიოლოგიის დეპარტამენტები. აღნიშნული სერვისები არსებული შენობიდან ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სივრცეში გადაინაცვლებს. რეაბილიტაციის კონცეფციის თანახმად, განახლდება რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობებიც.

ახალი კორპუსის დაპროექტებისთვის შერჩეულ საერთაშორისო კომპანიას სამედიცინო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს