ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 13

გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია მონაწილეობდა. შეხვედრაზე მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია მონაწილეობდა. შეხვედრაზე მ…

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია მონაწილეობდა.

შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრმა ისაუბრეს დევნილი სტუდენტებისთვის არსებულ სტიპენდიებსა და ახალგაზრდების წახალისების სხვა შესაძლებლობებზე. ასევე განიხილეს სტუდენტების მხარდასაჭერად სამომავლოდ დაგეგმილი ახალი პროექტები.

„სტუდენტებთან შეხვედრაზე გაჟღერებულ ინიციატივებსა და იდეებს სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებთ, რათა დავნერგოთ და განვახორციელოთ მათ ინტერესებსა და პროფესიულ განვითარებაზე მორგებული პროგრამები“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

შეხვედრა ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა. სტუდენტებმა სტუმრებს მათთვის აქტუალურ საკითხებზე კითხვები დაუსვეს და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება და მის მიზანს ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების მოსმენა და საგანმანათლებლო მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების გაცნობა წარმოადგენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს