ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 33

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს, - აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სააგენტოს ინფორმაციით, ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს, - აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სააგენტოს ინფორმაციით, ს…

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტები სახელმწიფო სტანდარტებს აკმაყოფილებს, - აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედალაქის ბაღებიდან აღებული სურსათის ნიმუშების კვლევა დაასრულა, რომლის თანახმადაც, არც ერთ ნიმუშში დარღვევა არ გამოვლენილა და ყველა საკვები პროდუქტი სრულად შეესაბამება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

„განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუში.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი)”, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღნიშნული კვლევის საჭიროება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში დადგა, როცა კლინიკაში ბავშვთა მაღალი მიმართვიანობა დაფიქსირდა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ ბავშვთა ავადობა ნოროვირუსით იყო გამოწვეული. მიზეზების კვლევა მყისიერად დაიწყო და მასში ჩართული იყო როგორც დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები, ისე სურსათის ეროვნული სააგენტო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა კვების მიმართულების კონტროლის საკმაოდ მკაცრი მექანიზმი მოქმედებს. კვების თითოეულ პროდუქტს დაწესებულებაში შესვლისას თან ახლავს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, ლაბორატორიული კვლევების ოქმები.

ამასთან, ბაღებში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი და მუშაობს კვალიფიციური პერსონალი, რომელიც ყოველდღიურ ზედამხედველობას უწევს საკვებ პროდუქტებს, მათ მომზადებასა და მიწოდებას საბოლოო ბენეფიციარამდე. ასევე, ყველა საბავშვო ბაღში სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებენ როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ისე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სპეციალისტები“, - აცხადებენ სააგენტოში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს