ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 13

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ სტუდენტებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით შერჩეულ სტუდენტებს შეხვდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ღონის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ღონის…

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ღონისძიებას სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკას, ძირითად მიმართულებებსა და უწყების პრიორიტეტებს.

ინტერაქციული ფორმატის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან მათთვის საინტერესო საკითხები განეხილათ და უშუალოდ მათგან მიეღოთ ინფორმაცია უწყების საქმიანობისა და სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში 96 ახალგაზრდა შეირჩა. სტუდენტები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში სტაჟირებას 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს