ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 15

ComCom-ის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ EPRA-ს 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ComCom-ის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ EPRA-ს 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე განიხილეს თანამედროვე მედიაგარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე განიხილეს თანამედროვე მედიაგარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა…

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) 64-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე განიხილეს თანამედროვე მედიაგარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა - მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირება, მისი გავლენა საინფორმაციო გარემოზე და ამ გამოწვევაზე მარეგულირებელი ორგანოების რეაგირების გზები.

თემატური სესიების ფარგლებში მონაწილეებმა მედიის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცების, ციფრული პლატფორმების როლისა და არსებულ გამოწვევებზე რეაგირებისთვის ეფექტიანი მარეგულირებელი სტრატეგიების შემუშავების საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას მონაწილეებმა გააზიარეს მედიის მიმართ ნდობისა და ონლაინ სივრცეში არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებული პრაქტიკული მაგალითები, მიმოიხილეს EPRA-ს თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობა და ასევე, იმსჯელეს პლატფორმის 2027–2029 წლების სტრატეგიაზე. გაიმართა დისკუსია EPRA-ს მუდმივი დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

EPRA-ს 64-ე შეხვედრა, რომელიც ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაიმართა, წევრ მარეგულირებელ ორგანოებსა და პლატფორმის დამკვირვებლებს შორის აუდიოვიზუალურ სფეროში სიახლეებისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე თანამშრომლობის საკითხების განხილვას ემსახურებოდა. შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმა (EPRA) მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანოების ქსელია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა და 47 ქვეყნის 56 მარეგულირებელ ორგანოს აერთიანებს. საქართველო EPRA-ს ქსელს 2013 წელს შეუერთდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს