ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 10

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 47-ე მსოფლიო კონგრესი ჩინეთის ქალაქ ინჩუანში გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ მონაწილეობა მიიღო კ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 47-ე მსოფლიო კონგრესი ჩინეთის ქალაქ ინჩუანში გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ მონაწილეობა მიიღო კ…

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის 47-ე მსოფლიო კონგრესი ჩინეთის ქალაქ ინჩუანში გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ მონაწილეობა მიიღო კონგრესის და ასევე OIV-ის 24-ე გენერალური ასამბლეის მუშაობაში, რომელიც კონგრესის პარალელურად გაიმართა.

კონგრესის მთავარი თემა იყო გლობალური მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის ახალი განვითარების მოდელების ჩამოყალიბება, გამოწვევებთან ადაპტაცია, ინოვაციების დანერგვა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. კონგრესს 47 ქვეყნის 600-მდე მონაწილე დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას 2027 წელს OIV-ის კონგრესის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველომ 2025 წელს ოფიციალურად წარადგინა განაცხადი, 2027 წელს OIV-ის კონგრესის მასპინძლობაზე, რაზედაც ორგანიზაციის სრული მხარდაჭერა მიიღო.

„OIV მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა. კონგრესის მასპინძლობით, კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი საქართველოს როლს მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების 8-ათასწლიან ისტორიასა და თანამედროვე ღვინის ინდუსტრიაში. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მასშტაბური ღონისძიების საქართველოში ჩატარება, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანაში ხარისხზე ორიენტირებული რეფორმების მიმდინარეობას“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

აღსანიშნავია, რომ OIV-ის საერთაშორისო დონის ღონისძიებებს საქართველომ ორჯერ უმასპინძლა - 1962 წელს, 33-ე საერთაშორისო კონგრესს და 2010 წელს, OIV-ს მე-8 გენერალურ ასამბლეას.

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია OIV წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელშიც 51 ქვეყანა, მათ შორის საქართველოა გაწევრიანებული. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს წევრ ქვეყნებში ღვინის წარმოების და მეღვინეობის პრაქტიკის, მევენახეობის, კვების მრეწველობისთვის ყურძნის გადამუშავების შესახებ რეკომენდაციების ფორმულირებას და სხვა საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების დახმარებას, ღვინის დარგში საერთაშორისო სტანდარტების შექმნასა და დაცვას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს