ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ გორში დამატებით 7 სამიზნე სოფელში იწყებს

ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ გორში დამატებით 7 სამიზნე სოფელში იწყებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომუნიკაციების კომისია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს. კომისიის წარმომადგენლები სამიზნე სოფლებში, კერძოდ: ხურვალ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს. კომისიის წარმომადგენლები სამიზნე სოფლებში, კერძოდ: ხურვალ…

კომუნიკაციების კომისია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს. კომისიის წარმომადგენლები სამიზნე სოფლებში, კერძოდ: ხურვალეთში, შავშვებში, კარალეთში, ვერხვებში, საქაშეთში, სკრისასა და ბერბუკში მცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრების ფარგლებში მათ პროგრამის მიზნები და ის შესაძლებლობები გააცნეს, რომლებსაც ციფრული უნარების განვითარება და ინტერნეტის უსაფრთხო და მიზნობრივი გამოყენება სთავაზობს.

აღნიშნულ სოფლებში კომუნიკაციების კომისია ტრენინგებს ჩაატარებს, რომლის ფარგლებშიც 14 წელს ზემოთ ნებისმიერი მსურველი უფასოდ მიიღებს ცოდნას ინტერნეტის უსაფრთხო და მიზნობრივი გამოყენების შესახებ. ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, განივითარონ ინტერნეტისა და ციფრული სერვისების პრაქტიკული გამოყენებისთვის საჭირო უნარები.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. კომუნიკაციების კომისიამ პროგრამა 23 მუნიციპალიტეტში განახორციელა და 16,000-ზე მეტი ბენეფიციარი გადაამზადა. გორის მუნიციპალიტეტში კი უკვე 50-ზე მეტი ტრენინგია ჩატარებული და გადამზადებულია 1000-ზე მეტი ადგილობრივი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს