ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 15

საქპატენტში მომსახურების საფასურის გადახდის ახალი ელექტრონული სისტემა ამოქმედდება

საქპატენტში მომსახურების საფასურის გადახდის ახალი ელექტრონული სისტემა ამოქმედდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გადახდის ახალ სისტემას ნერგავს. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს. მათი ინფორმაცი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გადახდის ახალ სისტემას ნერგავს. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს. მათი ინფორმაცი…

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“ სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გადახდის ახალ სისტემას ნერგავს. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 26 ოქტომბრიდან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ამოქმედდება მომსახურების საფასურის გადახდის ახალი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ერთდროულად რამდენიმე გადახდის სწრაფ და შეუფერხებელ დამუშავებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების ოპერატიულობას.

„ახალი სისტემის ფარგლებში, საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება საქპატენტის საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში დაგენერირებული ინვოისის უნიკალური ნომრის გამოყენებით ინტერნეტ/მობილბანკის, სწრაფი გადახდის აპარატისა და ბანკის ოპერატორის მეშვეობით. ასევე, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება საფასური საბანკო ბარათით პირდაპირ ელექტრონულ პორტალზე გადაიხადოს.

ახალი სისტემა მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ერთ სივრცეში იხილოს მიმდინარე გადასახდელი ქმედებები, აირჩიოს ერთი ან რამდენიმე ინვოისი და განახორციელოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური გადახდა. გადახდის დასრულების შემდეგ შესაბამისი ინვოისების სტატუსი სისტემაში ავტომატურად განახლდება.

ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, გადახდილი თანხის დაბრუნება/გადამისამართება შესაძლებელი იქნება საქპატენტის ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი მოთხოვნის დაფიქსირების გზით.

ახალი სისტემის მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ადმინისტრაციული პროცედურების კიდევ უფრო გამარტივება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გადახდის დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/296/


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს