ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 12

სურსათის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ Eurofins-ის პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარა

სურსათის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ Eurofins-ის პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2026 წლის ოქტომბერში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ საერთაშორისო პროვაიდერის - Eurofins-ის პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარა. პროფესიუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2026 წლის ოქტომბერში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ საერთაშორისო პროვაიდერის - Eurofins-ის პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარა. პროფესიუ…

2026 წლის ოქტომბერში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიამ საერთაშორისო პროვაიდერის - Eurofins-ის პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარა.

პროფესიული ტესტირება ლაბორატორიული კვლევების ხარისხის, სიზუსტისა და შედეგების სანდოობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. ტესტირების ფარგლებში ლაბორატორიამ წარმატებით განახორციელა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კვლევები სხვადასხვა მიკროორგანიზმისა და პათოგენის გამოსავლენად.

ტესტირების ფარგლებში, ბავშვთა კვების (ჩვილის ფორმულის) ნიმუშებში ლაბორატორიამ წარმატებით გამოიკვლია მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები, მათ შორის მიკროორგანიზმების საერთო რაოდენობა, ენტერობაქტერიები, კოლიფორმული ბაქტერიები, E. coli, ობის სოკოები და საფუვრები.

პოლენტას ნიმუშებში კი ლაბორატორიამ გამოიკვლია ისეთი პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებმაც შესაძლოა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკები შექმნას, მათ შორის Listeria monocytogenes, Salmonella spp. და E. coli O157.

Eurofins-ის პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლა კიდევ ერთხელ ადასტურებს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიკრობიოლოგიური კვლევების ლაბორატორიის მიერ ჩატარებული კვლევების სიზუსტეს, სანდოობასა და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობას.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია მუდმივად მუშაობს კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერების, თანამედროვე მეთოდების დანერგვისა და ლაბორატორიული კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს