ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 7

სპორტის მინისტრის მოადგილე კორეელ რეჟისორს შეხვდა

სპორტის მინისტრის მოადგილე კორეელ რეჟისორს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ კორეელ რეჟისორ პარკ დონგ ჰის შეხვდა. რეჟისორი საქართველოს Netflix Korea-ს ახალი პროექტის „Strong Fellas" ფარგლებში ესტუმრა. პროექტი რამდენიმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ კორეელ რეჟისორ პარკ დონგ ჰის შეხვდა. რეჟისორი საქართველოს Netflix Korea-ს ახალი პროექტის „Strong Fellas" ფარგლებში ესტუმრა. პროექტი რამდენიმ…

სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ კორეელ რეჟისორ პარკ დონგ ჰის შეხვდა. რეჟისორი საქართველოს Netflix Korea-ს ახალი პროექტის „Strong Fellas" ფარგლებში ესტუმრა.

პროექტი რამდენიმესეზონიან გასართობ-სპორტულ საერთაშორისო პროგრამას ითვალისწინებს და მისი მიზანია ტრადიციული სპორტის სახეობების პოპულარიზაცია.

პროექტის ფარგლებში საქართველოში კორეელი სპორტსმენები იმყოფებიან, რომლებიც ქართულ ჭიდაობას, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტრადიციულ სპორტის სახეობას, ეცნობიან. საქართველოს შესახებ გადაცემაში ნაჩვენები იქნება ქართველ და კორეელ სპორტსმენთა ერთობლივი მომზადების პროცესი.

პროექტის მიზანია საქართველოს, როგორც კულტურულად საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის, პოპულარიზაცია კორეაში.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ბაქრაძე და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ხუბულური ესწრებოდნენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს