ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 10

სპორტის მინისტრი 2026 წლის რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე უელსისა და საქართველოს მატჩს დაესწრო

სპორტის მინისტრი 2026 წლის რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე უელსისა და საქართველოს მატჩს დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2026 წლის რაგბის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩში უელსის ნაკრებს ავჭალის სტადიონზე დაუპირისპირდნენ; შეხვედრა უელსის ნაკრების სასარგებლოდ ანგარიშით 25:24 დასრულდა. მატჩს საქარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2026 წლის რაგბის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩში უელსის ნაკრებს ავჭალის სტადიონზე დაუპირისპირდნენ; შეხვედრა უელსის ნაკრების სასარგებლოდ ანგარიშით 25:24 დასრულდა. მატჩს საქარ…

2026 წლის რაგბის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩში უელსის ნაკრებს ავჭალის სტადიონზე დაუპირისპირდნენ; შეხვედრა უელსის ნაკრების სასარგებლოდ ანგარიშით 25:24 დასრულდა. მატჩს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ესწრებოდნენ.

მატჩს ასევე ესწრებოდნენ სპორტის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი დოლაბერიძე და ლევან მგალობლიშვილი.

20-წლამდელთა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო 18 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ჩემპიონატში 16 ქვეყანა მონაწილეობს, თამაშები კი თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა რეაბილიტაცია ჩაატარა თბილისის ავჭალისა და „შევარდენის“ სარაგბო კომპლექსებში, ასევე ქუთაისის „აიას“ კომპლექსში შემავალ სამი სტადიონზე. ხუთივე მოედანი მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარით. ავჭალასა და ქუთაისში განახლებულია ტრიბუნები და დამხმარე ინფრასტრუქტურა, „აიას“ კომპლექსში დამონტაჟებულია თანამედროვე ტექნოლოგიის განათების სისტემა.

საქართველო „მსოფლიო რაგბის" ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის „მსოფლიო რაგბისგან" საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს