ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 9

საქართველოს სპორტის მინისტრმა ქარელსა და ხაშურში, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს სპორტის მინისტრმა ქარელსა და ხაშურში, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქებში - ქარელსა და ხაშურში, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქებში - ქარელსა და ხაშურში, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორ…

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქებში - ქარელსა და ხაშურში, არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შალვა გოგოლაძემ ადგილობრივი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისგან მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა. ქალაქ ქარელსა და ქალაქ ხაშურში ინვენტარითა და სპორტული ეკიპირებით აღჭურვის გარკვეული საკითხები დაუყოვნებლივ გადაიჭრა, უახლოესი დღეების განმავლობაში კი სპორტული სკოლები და დარბაზები საჭირო ინვენტარითა და სპორტული ეკიპირებით მომარაგდება.

სპორტის მინისტრმა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზებსა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე.

სპორტის მინისტრთან ერთად ქარელსა და ხაშურში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს