ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი2 წთ საკითხავი👁 8

სპორტის მინისტრმა ქალაქ ახალციხეში მდებარე სპორტულ ობიექტებს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა

სპორტის მინისტრმა ქალაქ ახალციხეში მდებარე სპორტულ ობიექტებს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქ ახალციხეში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსსა და სპორტულ დარბაზს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა. ინვენტარი და ეკიპირება მწვრთნელებისა დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქ ახალციხეში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსსა და სპორტულ დარბაზს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა. ინვენტარი და ეკიპირება მწვრთნელებისა დ…

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქ ახალციხეში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სპორტულ კომპლექსსა და სპორტულ დარბაზს საჭირო სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა. ინვენტარი და ეკიპირება მწვრთნელებისა და სპორტსმენების საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა.

მინისტრმა ახალციხეში ვიზიტის ფარგლებში მოინახულა და ადგილზე გაეცნო საკალათბურთო დარბაზის ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესს, ასევე დაესწრო შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

სპორტის მინისტრთან ერთად ახალციხეში მდებარე სპორტულ ობიექტებზე იმყოფებოდნენ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მიმდინარე წლის თებერვალში შალვა გოგოლაძემ ქალაქ

ახალციხეში მდებარე სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, ადგილობრივ სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა. ვიზიტის შემდეგ სპორტის სამინისტრომ ამ ობიექტებზე სპორტული პროცესის განვითარებისთვის აუცილებელი სპორტული ინვენტარი შეიძინა.

ქალაქ ახალციხეში მდებარე თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი მოიცავს დიდ (33x25 მეტრი) და მცირე (16x7 მეტრი) საცურაო აუზებს. ძირითადი აუზი განკუთვნილია როგორც ცურვის, ისე წყალბურთის მოედნისთვის; მცირე აუზით სარგებლობას კი მოზარდები და ბავშვები შეძლებენ.

მრავალფუნქციური შენობა საცურაო აუზების გარდა, მოიცავს ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივისა და ჭიდაობის დარბაზებს, რაც როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური სპორტისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას ქმნის. თითოეულ სივრცეს აქვს გასახდელები და საშხაპეები.

ქალაქ ახალციხეში მდებარე სპორტულ დარბაზში კი განთავსებულია კარატეს, შერეული ორთაბრძოლებისა და კიკბოქსის დარბაზები.

სპორტის მინისტრი აგრძელებს მუნიციპალიტეტებში სპორტული ობიექტების დათვალიერებას. მიმდინარეობს საჭიროებების აღწერა და პარალელურად შესაბამისი ინვენტარის დარიგება, სპორტული ორგანიზაციები უახლოეს პერიოდში ყველა საჭირო ინვენტარსა და ეკიპირებას მიიღებენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს