საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გუნდური ვერცხლის და ექვსი ინდივიდუალური მედლით დაასრულა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- შოტლანდიის ქალაქ სტირლინგში სუმოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ექვსი - ერთი ოქროს, ორი ვერ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
შოტლანდიის ქალაქ სტირლინგში სუმოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ექვსი - ერთი ოქროს, ორი ვერ…
შოტლანდიის ქალაქ სტირლინგში სუმოს ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ექვსი - ერთი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
+115 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზურა წიქორაძემ (+ 115 კგ) ჩემპიონობა იზეიმა, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა, ვიცე-ჩემპიონი გახდა საბა გამთენაძე (- 115 კგ), +115 კგ და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში კი ბადრი ხატისკაცმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ასევე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა ლუკა ბერიძე (-77 კგ). ხოლო ეროვნულმა ნაკრებმა - ბადრი ხატისკაცის, საბა გამთენაძის, ზურა წიქორაძისა და დავით აქუბარდიას შემადგენლობით - ფინალი უკრაინასთან დათმო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.