მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფის მატჩები გაიმართა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფის მატჩები გაიმართა. თანამასპინძელმა კანადამ ბოსნიის ნაკრებს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში ბოსნიამ გახსნა, იოვო ლუკიჩმა კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა. მასპინძლებმ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფის მატჩები გაიმართა. თანამასპინძელმა კანადამ ბოსნიის ნაკრებს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში ბოსნიამ გახსნა, იოვო ლუკიჩმა კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა. მასპინძლებმ…
მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფის მატჩები გაიმართა. თანამასპინძელმა კანადამ ბოსნიის ნაკრებს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში ბოსნიამ გახსნა, იოვო ლუკიჩმა კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით გაიტანა. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა მხოლოდ მეორე ტაიმში შეძლეს, როდესაც შეცვლაზე შესულმა კაილ ლარინმა ორ წუთში გაიტანა. კანადის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა.
ტურნირში გამარჯვებით ჩაერთო კიდევ ერთი მასპინძელი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა პარაგვაის 4:1 მოუგო და ჩემპიონატი დამაჯერებლად დაიწყო. ამერიკელებმა შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. ავტოგოლისა და ფოლარინ ბალოგუნის დუბლის წყალობით ამერიკა შესვენებაზე 3:0 ანგარიშით გავიდა. მეორე ნახევარში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. მეორე ტურში კანადა კატარს შეხვდება, ბოსნია შვეიცარიას, ხოლო აშშ ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.