ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 11

შალვა გოგოლაძე მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

შალვა გოგოლაძე მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ევროპის ოფისის და სპორტულ მოძრაობასთან ურთიერთობების დი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ევროპის ოფისის და სპორტულ მოძრაობასთან ურთიერთობების დი…

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს ევროპის ოფისის და სპორტულ მოძრაობასთან ურთიერთობების დირექტორი სებასტიან ჟილო, WADA-ს ეროვნულ და რეგიონულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციებთან (NADO/RADO) ურთიერთობების უფროსი მენეჯერი იევა ლუკოშიუტე-სტანიკუნიენე და WADA-ს ევროპის რეგიონში მთავრობებთან და ეროვნულ ანტიდოპინგურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების მენეჯერი შტეფან ტრინკსი ესწრებოდნენ.

მხარეებმა საქართველოს ანტიდოპინგური სისტემის გაძლიერების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო: საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს შექმნას, სააგენტოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, სპორტულ სკოლებში, ფედერაციებსა და ოლიმპიურ პროგრამებში ანტიდოპინგური განათლების ინტეგრირებას, ამ მიმართულებით სპორტსმენების, მწვრთნელებისა და დამხმარე პერსონალის ცნობიერების ამაღლებას, ეროვნული ტესტირების პროგრამის გაძლიერებას, საქართველოში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ანტიდოპინგურ მხარდაჭერას.

შეხვედრას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მეძმარიაშვილი, მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს პრეზიდენტი ხათუნა საგანელიძე და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს