ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 7

„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა

„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა. მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთნენ. მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი, თბილისის მერი, სპო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა. მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთნენ. მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი, თბილისის მერი, სპო…

„სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა. მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთნენ. მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი, თბილისის მერი, სპორტის მინისტრი და ოლიმპიური ჩემპიონები.

5-კილომეტრიანმა მარათონმა, სტარტი ვაკის პარკიდან აიღო და ფინიშის ხაზი მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე გადაკვეთეს.

პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება. სტუდენტურ ფესტივალში 20 ათასზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. გამარჯვებულის ტიტულს ის უნივერსიტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ. დაჯილდოება 21 ივნისს, ფესტივალის გრანდიოზულ საზეიმო დახურვაზე გაიმართება.

„სტუდენტები, სპორტსმენები ერთიანდებიან გარბენისთვის და კიდევ ერთხელ პოპულარიზაციას უწევენ მასობრივ სპორტს, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მინდა მადლობა გადავიხადო ორგანიზატორებს, თბილისის მერიას. მომავალში ვაპირებთ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში გავმართოთ ანალოგიური ღონისძიებები“, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ.

„2000-ზე მეტი მონაწილე გვყავდა გარბენის ფარგლებში. ბოლო წერტილშიც ბევრი მონაწილე ჩამოვიდა. პირველ 500 ადამიანს გადაეცა სიმბოლური პრიზები“, - აღნიშნა „სტუდ ფესტის“ ორგანიზატორმა თამარ საგანელიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს