პრემიერ-მინისტრი საქართველო-ესპანეთის საკალათბურთო მატჩს დაესწრო

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველო-ესპანეთის საკალათბურთო მატჩს დაესწრო. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნა…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველო-ესპანეთის საკალათბურთო მატჩს დაესწრო. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნა…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველო-ესპანეთის საკალათბურთო მატჩს დაესწრო.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 91:89 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„სასწაული თამაში იყო და სასწაული გამარჯვება. ყველას მადლობა, გამორჩევა რთულია, ყველამ იმდენად გული და სული ჩადო, მაგრამ მე მაინც კაპიტანს გამოვარჩევდი. ყველას მადლობა. ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგით მსოფლიოზე გასვლისთვის და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე. მინდა, წარმატებები გისურვოთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.