ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 9

სპორტის მინისტრის მოადგილე ქართული ჭიდაობის ტურნირს დაესწრო

სპორტის მინისტრის მოადგილე ქართული ჭიდაობის ტურნირს დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ქალაქ ყვარელში ვეტერანი მოჭიდავის, ქართული ჭიდაობის დამსახურებული მწვრთნელის - თამაზ კონჭოშვილის, სახელობის ტურნირს დაესწრო და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ქალაქ ყვარელში ვეტერანი მოჭიდავის, ქართული ჭიდაობის დამსახურებული მწვრთნელის - თამაზ კონჭოშვილის, სახელობის ტურნირს დაესწრო და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯ…

საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ქალაქ ყვარელში ვეტერანი მოჭიდავის, ქართული ჭიდაობის დამსახურებული მწვრთნელის - თამაზ კონჭოშვილის, სახელობის ტურნირს დაესწრო და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ 70 კგ, 80 კგ და აბსოლუტურ (+80 კგ) წონით კატეგორიებში. მათ ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

გამარჯვებულები წონითი კატეგორიების მიხედვით გახდნენ:

70 კილოგრამი:

I ადგილი - გიორგი ცისკარიშვილი (ყვარელი);

II ადგილი - საბა არავიაშვილი (ქარელი);

III ადგილი - დავით ქარელი (გორი).

80 კილოგრამი:

I ადგილი - დიმიტრი გოჩილაიძე (ყვარელი);

II ადგილი - ერეკლე ოძელაშვილი (წყნეთი);

III ადგილი - ნიკა მორდებაძე (ახმეტა).

აბსოლუტური:

I ადგილი - გიორგი ბადუაშვილი (ქარელი);

II ადგილი - ნიკა სიდამონიძე (ქარელი);

III ადგილი - სოსო ებილაშვილი (მარტყოფი).

ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირს სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს