ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 9

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დროებით მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ძალაში 2023 წლის 12 ოქტომბრიდან იყო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დროებით მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ძალაში 2023 წლის 12 ოქტომბრიდან იყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შეზღუდვა დროებით მოეხსნა, რაც გზას უხსნის 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ქვეშ სრულფასოვან გამოსვლას, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი. დოპინგთან დაკა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შეზღუდვა დროებით მოეხსნა, რაც გზას უხსნის 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ქვეშ სრულფასოვან გამოსვლას, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი. დოპინგთან დაკა…

რუსეთს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის შეზღუდვა დროებით მოეხსნა, რაც გზას უხსნის 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ქვეშ სრულფასოვან გამოსვლას, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

დოპინგთან დაკავშირებული სკანდალების, ხოლო შემდგომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსი სპორტსმენები 2018 წლიდან იძულებულნი იყვნენ, გამოსულიყვნენ ნეიტრალური დროშის ქვეშ ან როგორც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, თუმცა, სამშაბათს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა დროებით მოხსნა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია: „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა საბჭომ დროებით მოხსნა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ძალაში 2023 წლის 12 ოქტომბრიდან იყო“.

„გადაწყვეტილება მიღებული იყო სოკ-ის იურიდიულ საკითხთა კომისიის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ, ვინაიდან რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი თავის შემადგენლობაში აღარ მოიაზრებს რეგიონულ სპორტულ ორგანიზაციებს უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იურისდიქციაში შემავალი ტერიტორიებიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„გარდა ამისა, რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ის არ ახორციელებს და არც განახორციელებს რაიმე საქმიანობას ამ ტერიტორიებზე. სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო გააგრძელებს აღნიშნულ ტერიტორიებზე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნებისმიერი საქმიანობის მკაცრ მონიტორინგს და იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს შემდგომი ზომები“.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს