ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 14

თბილისის მერიის წარმომადგენელი: პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიქცევა დიდ "ფანზონად," საფეხბურთო ტრანსლირების გარდა, გაიმართება სხვადასხვა ტიპის თემატური აქტივობა

თბილისის მერიის წარმომადგენელი: პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიქცევა დიდ "ფანზონად," საფეხბურთო ტრანსლირების გარდა, გაიმართება სხვადასხვა ტიპის თემატური აქტივობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რესპუბლიკის მოედანზე ბოლო სამზადისი მიმდინარეობს, სადაც დღეიდან მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენებები იწყება. მერიისა და "რუსთავი 2-ის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დიდი ეკრანი და გულშემატკივრების ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რესპუბლიკის მოედანზე ბოლო სამზადისი მიმდინარეობს, სადაც დღეიდან მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენებები იწყება. მერიისა და "რუსთავი 2-ის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დიდი ეკრანი და გულშემატკივრების ს…

რესპუბლიკის მოედანზე ბოლო სამზადისი მიმდინარეობს, სადაც დღეიდან მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენებები იწყება.

მერიისა და "რუსთავი 2-ის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დიდი ეკრანი და გულშემატკივრების სპეციალური სივრცე მოეწყობა. 19 ივლისის ჩათვლით, მოქალაქეებს სპორტული და საბავშვო აქტივობები, გათამაშებები და კვების სივრცეები დახვდებათ.

გარდა ამისა, დაგეგმილია ღია შეხვედრები ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან. ფეხბურთის ფანებისთვის განკუთვნილი სივრცე 17:00 საათისთვის გაიხსნება, მომდევნო დღეებში კი, მუშაობას თამაშის დაწყებამდე 4 საათით ადრე დაიწყებს. ტერიტორიაზე უკვე შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება.

"პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიქცევა დიდ "ფანზონად." უკვე დამონტაჟებულია გიგანტური ეკრანი, სადაც იქნება თამაშების ტრანსლირება. გარდა ტრანსლირებისა, იმ დღეებში, როდესაც არ იქნება საფეხბურთო მატჩები, გაიმართება სხვადასხვა ტიპის თემატური აქტივობა. ტრანსლირების დღეს აქტივობები დაიწყება თამაშამდე 4 საათით ადრე, ხოლო იმ დღეებში, როდესაც არ არის თამაში, ყველა აქტივობა დაიწყება 17:00 საათიდან 23:00 საათამდე.

რაც შეეხება კონკრეტულ სივრცეებს, არის კვებისა და სასმელი სივრცეები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღონისძიებების დროს. ასევე, განთავსებულია სცენა, სადაც ყოველდღიურად ქართული ელექტრონული მუსიკის არტისტები ჩაენაცვლებიან ერთმანეთს, რათა გულშემატკივარს განწყობა აუმაღლონ. არის პატარებისთვის აქტივობები, რომელიც მრავლად გვაქვს მომზადებული, რა თქმა უნდა, ყველაფერი სრულიად უფასოდ. ასე, რომ ველოდებით ყველას," - აღნიშნა თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინუცა ბუცხრიკიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს