ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 12

მბაპეს საქმეზე პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო - საქმეს ზედამხედველობას ინტერნეტში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ცენტრი გაუწევს

მბაპეს საქმეზე პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო - საქმეს ზედამხედველობას ინტერნეტში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ცენტრი გაუწევს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარაგვაელი სენატორის, სელესტე ამარილიას მიერ საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის, კილიან მბაპეს მისამართით გაჟღერებული რასისტული რეპლიკები სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. პარიზის პროკურატურამ დღეს, ოფიციალურად და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარაგვაელი სენატორის, სელესტე ამარილიას მიერ საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის, კილიან მბაპეს მისამართით გაჟღერებული რასისტული რეპლიკები სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. პარიზის პროკურატურამ დღეს, ოფიციალურად და…

პარაგვაელი სენატორის, სელესტე ამარილიას მიერ საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის, კილიან მბაპეს მისამართით გაჟღერებული რასისტული რეპლიკები სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. პარიზის პროკურატურამ დღეს, ოფიციალურად დაიწყო სასამართლო გამოძიება „საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის მიმართ რასისტული შეურაცხყოფის“ მუხლით.

საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ინტერნეტში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ცენტრი (PNLH), უშუალოდ გამოძიება კი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ოფისს (OCLCH) დაევალა.

ჩადენილი ქმედებისთვის სენატორს საფრანგეთის კანონმდებლობით 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ეკისრება.

პარაგვაის სენატის ოპოზიციონერმა დეპუტატმა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანზე სასტიკი იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთმა პარაგვაი ანგარიშით 1-0 დაამარცხა.

სელესტე ამარილიამ მბაპეს „კოლონიზებული კამერუნელი“ უწოდა, რომელიც „თავს ფრანგად აჩვენებს, არის ბოღმიანი, ახალი გამდიდრებული, ამპარტავანი და უშნო“. სენატორმა შეურაცხმყოფელი რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა და ფეხბურთელს „იდიოტიც“ კი უწოდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს