ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 10

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბოსტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მაროკოს ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა: მე-60 წუთზე ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა, ხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბოსტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მაროკოს ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა: მე-60 წუთზე ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა, ხ…

ბოსტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მაროკოს ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა: მე-60 წუთზე ანგარიში კილიან მბაპემ გახსნა, ხოლო 66-ე წუთზე უსმან დემბელემ უპირატესობა გაზარდა. შეხვედრის პირველ ნახევარში მბაპემ პენალტის გატანა ვერ შეძლო, ხოლო 77-ე წუთზე მინდორი ტრავმის გამო დატოვა.

სტატისტიკურ პორტალ Opta-ზე დაყრდნობით, დემბელეს გოლში ასისტენტის როლის შესრულებით, მბაპემ მიმდინარე ჩემპიონატზე თავისი შედეგიანი მოქმედებების რაოდენობა 10-მდე აიყვანა. ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ორ სხვადასხვა მსოფლიო პირველობაზე შეძლო ამ ნიშნულის მიღწევა. ამჟამად კილიან მბაპეს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სულ 20 გოლი უგროვდება და ბომბარდირთა სიაში მხოლოდ არგენტინელ ლიონელ მესის ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 21 გოლია.

ნახევარფინალში, რომელიც 14 ივლისს გაიმართება, საფრანგეთის ნაკრები ესპანეთისა და ბელგიის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს