ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 11

სპორტის მინისტრმა ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

სპორტის მინისტრმა ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ჩატარდა სპო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ჩატარდა სპო…

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის ტერიტორიაზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში ჩატარდა სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსის სრული რეაბილიტაცია, რაც სპორტსმენებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მაქსიმალურად კომფორტულ და ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სივრცე ძიუდოისტებისთვის. აგრეთვე აშენდა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელშიც იქნება საერთო სავარჯიშო სივრცე, ასევე კრივის, ფარიკაობისა და მშვილდოსნობის სპეციალიზებული დარბაზები.

ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება კვების ბლოკის განახლების სამუშაოები.

ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ მინისტრმა და ცენტრის დირექტორმა მუხრან შამათავამ ცენტრის მწვრთნელებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ცენტრის განვითარების პერსპექტივებზე, ახალ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებსა და სპორტსმენთა ხელშეწყობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს