ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 5

სპორტის მინისტრმა ქართველ კარატისტებს პროფესიული ლიგის მსოფლიოს თასზე მოპოვებული წარმატება მიულოცა

სპორტის მინისტრმა ქართველ კარატისტებს პროფესიული ლიგის მსოფლიოს თასზე მოპოვებული წარმატება მიულოცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართველ კარატისტებს - მინდია მგელაძესა (-70 კგ) და დავით მსხალაძეს (-85 კგ), პროფესიული ლიგის „SENSHI World Cup 2026”-ის „მსოფლიოს თასზე“ მიღწეული წარმატება მოულოცა. ქართველმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართველ კარატისტებს - მინდია მგელაძესა (-70 კგ) და დავით მსხალაძეს (-85 კგ), პროფესიული ლიგის „SENSHI World Cup 2026”-ის „მსოფლიოს თასზე“ მიღწეული წარმატება მოულოცა. ქართველმ…

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქართველ კარატისტებს - მინდია მგელაძესა (-70 კგ) და დავით მსხალაძეს (-85 კგ), პროფესიული ლიგის „SENSHI World Cup 2026”-ის „მსოფლიოს თასზე“ მიღწეული წარმატება მოულოცა. ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მინისტრმა მათ მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა.- ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

პროფესიული ლიგა, ძირითადად, კონტაქტური სტილის კარატეს, კიკბოქსინგისა და ტაილანდური კრივის საშეჯიბრო წესებით მოასპარეზე მებრძოლებს აერთიანებს. თითოეულ წონით კატეგორიაში სხვადასხვა საბრძოლო სპორტის სახეობის, მაღალი რეიტინგისა და კვალიფიკაციის რვა მებრძოლი ოლიმპიური სისტემით ასპარეზობდა; ქართველმა სპორტსმენებმა სამ-სამი შეხვედრა გამართეს და მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლები დათმეს. ტურნირი ბულგარეთში გაიმართა.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან ცინცაძე და დათა ფუტკარაძე ესწრებოდნენ, რომელმაც ტურნირზე ასპარეზობა ტრავმის გამო ვერ შეძლო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს