ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 8

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც დალასში გაიმართა, ესპანელებმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხეს. მატჩის ბედი ესპანელ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც დალასში გაიმართა, ესპანელებმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხეს. მატჩის ბედი ესპანელ…

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრები ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, რომელიც დალასში გაიმართა, ესპანელებმა საფრანგეთი 2:0 დაამარცხეს.

მატჩის ბედი ესპანელთა სასარგებლოდ მიკელ ოიარსაბალისა და პედრო პოროს გოლებმა გადაწყვიტა. ანგარიში შეხვედრის 22-ე წუთზე გაიხსნა. ლამინ იამალზე განხორციელებული ფოლის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად მიკელ ოიარსაბალმა შეასრულა. მატჩის საბოლოო წერტილი კი 58-ე წუთზე პედრო პორომ დასვა.

ესპანეთის ნაკრები ისტორიაში მეორედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, 2010 წელს კი მათ ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. რაც შეეხება საფრანგეთს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები (1998, 2018) და წინა მუნდიალის ფინალისტები მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იასპარეზებენ. ფრანგები მეოთხედ ითამაშებენ ბრინჯაოს მედლებისთვის, საიდანაც ორი შემთხვევა (1958, 1986) წარმატებული იყო.

მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს დასრულდება. ფინალისტის ვინაობა მეორე ნახევარფინალში გაირკვევა, სადაც ოთხშაბათს ერთმანეთს ინგლისისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს