ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 11

სპორტის მინისტრი "იბერია 1999-სა" და "ფლორას" შორის გამართულ მატჩს დაესწრო

სპორტის მინისტრი "იბერია 1999-სა" და "ფლორას" შორის გამართულ მატჩს დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ერთმანეთს "იბერია 1999" და ესტონეთის "ფლორა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. პირველ მატჩში "იბერია 1999-…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ერთმანეთს "იბერია 1999" და ესტონეთის "ფლორა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. პირველ მატჩში "იბერია 1999-…

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ერთმანეთს "იბერია 1999" და ესტონეთის "ფლორა" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. პირველ მატჩში "იბერია 1999-მა" სტუმრად "ფლორა" 3:2 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში კი ქართულმა გუნდმა გამარჯვება ანგარიშით 5:4 მოიპოვა და პირველი ეტაპი გადალახა.

მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროს, გენერალ ლეიტენანტ ანზორ ჩუბინიძესთან, საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორ მუხრან შამათავასთან და საფეხბურთო კლუბ ,,იბერია 1999-ის” პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად, დაესწრო.

განმეორებით შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე ნიკოლოზ სიხარულაშვილის გოლით გაიხსნა. 36-ე წუთზე კი სიხარულაშვილმა მოწინააღმდეგის კარში დუბლი შეასრულა.

ესტონელებმა 69-ე წუთზე ტონი ვარიუნდის გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. 84-ე წუთზე კი "იბერია 1999-ის" კარში დანიშნული პენალტი რაინო საპინენმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

"იბერია 1999" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის "სლოვანს" 21 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს