ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 9

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • B დივიზიონში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ბოლო მატჩში ესტონეთი დაამარცხა – 92:81. ამ მატჩში უნდა გადაწყვეტილიყო საქართველო ხუთგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებდა, მეოთხეს თუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

B დივიზიონში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ბოლო მატჩში ესტონეთი დაამარცხა – 92:81. ამ მატჩში უნდა გადაწყვეტილიყო საქართველო ხუთგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებდა, მეოთხეს თუ…

B დივიზიონში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ბოლო მატჩში ესტონეთი დაამარცხა – 92:81.

ამ მატჩში უნდა გადაწყვეტილიყო საქართველო ხუთგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებდა, მეოთხეს თუ მეხუთეს. საქმე ის არის, რომ ქართველთა გამარჯვების შემთხვევაში სამი გუნდი, შვეიცარია, ესტონეთი და საქართველო მოგებების თანაბარ რაოდენობას დააგროვებდა. ნაკრებები ცხრილში ურთიერთშეხვედრებში მიღებულ-ჩაგდებული ქულებით გაინაწილებდნენ ადგილებს.

საბოლოოდ სამივეს თითო მოგება მოუგროვდა, შვეიცარიას ქულების შეფარდება +9 ჰქონდა, საქართველოს -2, ხოლო ესტონეთს -7. შესაბამისად, მესამეზე შვეიცარია გავიდა, მეოთხეზე – საქართველო, მეხუთეზე – ესტონეთი.

ქართველები ბრძოლას მეცხრე ადგილისთვის განაგრძობენ. უახლოეს მატჩს 17 ივლისს A ჯგუფის მესამეადგილოსანთან (ჯერ არ გარკვეულა) გამართავენ.

რაც შეეხება ესტონეთთან მატჩს 25 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო ამირან აროშიძე იყო, 17 – გოგიტა ბუკიას, 14 – ლუკა კოტლიარევსკის.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს