ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 8

სპორტის მინისტრი მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობებს დაესწრო

სპორტის მინისტრი მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობებს დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ვიზიტისას ქალაქ გონდომარში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას პორ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ვიზიტისას ქალაქ გონდომარში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას პორ…

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ვიზიტისას ქალაქ გონდომარში მიმდინარე მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ასპარეზობას პორტუგალიის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ლევან წურწუმიასთან ერთად დაესწრო.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ექვსი სპორტსმენი იცავს. მინისტრი სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

ევროპის ჩემპიონატს ესწრებოდნენ საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე და ფედერაციის წარმომადგენლები.

მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორი ქართველი არბიტრი - თეონა თვაური და ილია სიმონიანი - მსაჯობს.

2029 წელს მაგიდის ჩოგბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს ისტორიაში პირველად საქართველო უმასპინძლებს. გადაწყვეტილება პორტუგალიაში, ქალაქ პორტოში, ევროპის მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების მმართველობითი საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს