ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი2 წთ საკითხავი👁 19

ალენ ბერსემ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია გააკრიტიკა – „ზეიმი დასრულდება, მაგრამ კითხვები დარჩება, შემდეგი კრიზისი უკვე დაიწყო, მას ორი სახელი აქვს – ფული და ძალაუფლება“

ალენ ბერსემ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია გააკრიტიკა – „ზეიმი დასრულდება, მაგრამ კითხვები დარჩება, შემდეგი კრიზისი უკვე დაიწყო, მას ორი სახელი აქვს – ფული და ძალაუფლება“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია გააკრიტიკა. ბერსემ „ფიფას“ მოუწოდა, ახალი ჩარჩოშეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. „დღეს საღამოს ზეიმი დასრულდება, მაგრამ კითხვები და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია გააკრიტიკა. ბერსემ „ფიფას“ მოუწოდა, ახალი ჩარჩოშეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. „დღეს საღამოს ზეიმი დასრულდება, მაგრამ კითხვები და…

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია გააკრიტიკა.

ბერსემ „ფიფას“ მოუწოდა, ახალი ჩარჩოშეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

„დღეს საღამოს ზეიმი დასრულდება, მაგრამ კითხვები დარჩება. შემდეგი კრიზისი უკვე დაიწყო. მას ორი სახელი აქვს: ფული და ძალაუფლება“, – აღნიშნულია ალენ ბერსეს ღია წერილში, რომელიც 19 ივლისს, კვირას, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა.

წერილში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი FIFA-ს აკრიტიკებს „პოლიტიზაციის, რასისტული ელფერით გამორჩეული სკანდალებისა და ფსონების სფეროში მოქმედ კომპანია ADI Predictstreet-თან თანამშრომლობის“ გამო, რაც, მისი შეფასებით, „თაღლითობას უხსნის გზას“.

2018 წელს ევროპის საბჭომ და „ფიფამ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, „ფიფამ“ აიღო ვალდებულება, პატივი სცეს ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და პრინციპებს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვასა და „კარგ მმართველობას“.

ალენ ბერსე მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში გამართული 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, 2030 წლის საფეხბურთო ჩემპიონატამდე ეს ჩარჩოშეთანხმება უნდა გადაიხედოს.

ცნობისთვის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში „ფიფა“ და მისი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო არაერთხელ გააკრიტიკეს. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელ ფოლარინ ბალოგანის დისკვალიფიკაციის გაუქმება იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჯანი ინფანტინოს ამის გაკეთება პირადად სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ფიფა“ ასევე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ სპორტულმა კომპონენტმა ადგილი დაუთმო შოუსა და რეკლამას: გაიზარდა კომერციული შესვენებების, ცერემონიებისა და გასართობი პროგრამების რაოდენობა, განსაკუთრებით ფინალურ მატჩზე, რომლის ტაიმებს შორის გაიმართა ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის ფინალის, „სუპერბოულის“ ფორმატში შექმნილი მუსიკალური შოუ. გარდა ამისა, სააგენტო „ასოშიეთედ პრესის“ მონაცემებით, ტურნირის განმავლობაში ჯანი ინფანტინომ კატარის ავიახაზების კერძო თვითმფრინავით დაახლოებით 95 000 კილომეტრი იფრინა და 43 მატჩს დაესწრო. ამან გამოიწვია ბრალდებები თვალთმაქცობაში, რადგან „ფიფა“ მანამდე CO₂-ის ემისიების მნიშვნელოვნად შემცირების პირობას დებდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს