ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 11

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მოთამაშეების ჩხუბის გამო გამოძიება დაიწყო

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მოთამაშეების ჩხუბის გამო გამოძიება დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ გამოაცხადა . ფინალური…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ გამოაცხადა . ფინალური…

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ გამოაცხადა.

ფინალური სასტვენის შემდეგ, არგენტინელთა მცველმა ნაუელ მოლინამ ესპანელთა კაპიტანს, როდრის, მუცელში ჩაარტყა. იმავდროულად, მოედნის ცენტრალურ ხაზზე მასობრივი ხელჩართული ჩხუბი ატყდა, რომლის დროსაც ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა, ერიკ გარსიას ყელში ხელი ჩაავლო, შემდეგ კი გავი წააქცია.

არბიტრმა სლავკო ვინჩიჩმა შემდგომში პარედესს წითელი ბარათი უჩვენა. მანამდე, მატჩის ძირითადი დროის მიწურულს, მსაჯმა მოედნიდან ენცო ფერნანდესიც გააძევა და გაფრთხილება მისცა არგენტინის ნაკრების კიდევ სამ მოთამაშესა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლიონელ სკალონის.

„ესპანეთსა და არგენტინას შორის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შესაბამისი ანგარიშების შეფასების შემდეგ და FIFA-ს დისციპლინური კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად, FIFA-ს დისციპლინურმა კომიტეტმა დანიშნა დისციპლინური პროკურორი და ეთიკის პროკურორი მატჩისშემდგომ ინციდენტებთან დაკავშირებით კოდექსის შესაძლო დარღვევების გამოსაძიებლად“, - ნათქვამია FIFA-ს განცხადებაში.

FIFA ასევე სწავლობს არგენტინის ნაკრების საქციელს ნახევარფინალში ინგლისზე გამარჯვების შემდეგ. მაშინ ფეხბურთელებმა იზეიმეს ბანერით, რომელზეც ეწერა Las Malvinas son Argentinas („ფოლკლენდის კუნძულები არგენტინაა“). პლაკატი „ატლანტას“ სტადიონზე გულშემატკივრებმა შეიტანეს. ვინაიდან FIFA-ს რეგლამენტი მოთამაშეებსა და გუნდებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას უკრძალავს, მოვლენების მონაწილეებს შესაძლოა დისკვალიფიკაციაც დაემუქროთ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს