ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი2 წთ საკითხავი👁 21

კანდიდატებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს

კანდიდატებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კანდიდატთა ნაკრები, რომელსაც ეროვნულ გუნდში ალექსანდრ ჯიკიჩის ასისტენტი, მარკო ესპოზიტო გაწვრთნის, ჩინეთში სოლიდარობის თასზე იასპარეზებს. ეს არის საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მასპინძელ ჩინეთთან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კანდიდატთა ნაკრები, რომელსაც ეროვნულ გუნდში ალექსანდრ ჯიკიჩის ასისტენტი, მარკო ესპოზიტო გაწვრთნის, ჩინეთში სოლიდარობის თასზე იასპარეზებს. ეს არის საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მასპინძელ ჩინეთთან…

კანდიდატთა ნაკრები, რომელსაც ეროვნულ გუნდში ალექსანდრ ჯიკიჩის ასისტენტი, მარკო ესპოზიტო გაწვრთნის, ჩინეთში სოლიდარობის თასზე იასპარეზებს.

ეს არის საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მასპინძელ ჩინეთთან და საქართველოსთან ერთად მონტენეგროს და კამერუნის ნაკრებები მიიღებენ. ფორმატი ისეა შედგენილი, რომ საქართველო მონტენეგროს ორჯერ შეხვდება (24 და 27 ივლისს), ხოლო მასპინძელ ჩინეთს (25 ივლისს) ერთხელ.

ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში არიან: ლუკა მაზიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი კობახიძე, გეგა წულაია, ლევან გაფრინდაშვილი, ვახტანგ გაფრინდაშვილი, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, ვილი ისიანი, ცოტნე ცარციძე, რომა ჭინჭარაული, გიორგი ობგაიძე, ბექა ბექაური.

მთავარი მწვრთნელი: მარკო ესპოზიტო. ასისტენტი: ნიკა ცინცაძე.

საქართველოს ნაკრები ჩინეთში 21 ივლისს გაემგზავრება და ქალაქ ჰაიკოუში (კუნძული ჰაინანის პროვინცია) სამი მატჩის გამართვის შემდეგ თბილისში 28 ივლისს დაბრუნდება.„კანდიდატთა თუ დუბლ-შემადგენლობების იდეა მსოფლიოს წამყვან საკალათბურთო ქვეყნებში დიდი ხანია, აპრობირებული და წარმატებული მოდელია. ეს პრაქტიკა უცხო არც საქართველოსთვისაა. თუ ისტორიას გადავხედავთ, 2016 და 2017 წლების ზაფხულში საქართველოს „ბ“ ნაკრები სწორედ ჩინეთში იმყოფებოდა ანალოგიური მისიით. დრომ აჩვენა, რომ ამ გადაწყვეტილებამ სრულად გაამართლა — სწორედ იმ ტურნეებზე თავის გამოჩენის შემდეგ რამედნიმე კალათბურთელი ეროვნული ნაკრებში მოხვდა და შემდგომში მყარად დაიმკვიდრა ადგილი.ჩინეთში დაგეგმილი საერთაშორისო მატჩები მათთვის იდეალური ტრამპლინია. ეს არის შანსი, აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები უცხოელი სკაუტებისა და კლუბების თვალწინ.ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გუნდის მგზავრობასა და მიღება-დაბინავებას მასპინძლები უზრუნველყოფენ“, – აღნიშნა დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბოისამ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს