ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 10

ქალაქ ონში ოლიმპიური ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის 20-წლამდელთა ტრადიციული ტურნირი გაიმართა

ქალაქ ონში ოლიმპიური ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის 20-წლამდელთა ტრადიციული ტურნირი გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქალაქ ონში ოლიმპიური ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის 20-წლამდელთა ტრადიციული ტურნირი გაიმართა ქალაქ ონმა თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის ოლიმპიური ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქალაქ ონში ოლიმპიური ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის 20-წლამდელთა ტრადიციული ტურნირი გაიმართა ქალაქ ონმა თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის ოლიმპიური ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის…

ქალაქ ონში ოლიმპიური ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის 20-წლამდელთა ტრადიციული ტურნირი გაიმართა

ქალაქ ონმა თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის ოლიმპიური ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის ტრადიციულ ტურნირს უმასპინძლა. ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამართულ შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონიდან 100-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონები და პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ტურნირს დაესწრო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, რომელმაც გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ჩემპიონები და პრიზიორები ასევე დააჯილდოვეს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ გეგეშიძემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა დავით გობეჯიშვილმა, ვეტერანმა მოჭიდავეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნული ტურნირის შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდება საქართველოს 20-წლამდელთა თავისუფალი ჭიდაობის ეროვნული ნაკრები, რომელიც აგვისტოში სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს