ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი2 წთ საკითხავი👁 22

სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ფოთში გამართულ წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ტურნირს - Poti Pro 2026 დაესწრო

სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ფოთში გამართულ წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ტურნირს - Poti Pro 2026 დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქალაქ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე, წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ღონისძიება „ფოთი პრო 2026“ გაიმართა. ტურნირი ორი დღის განმავლობაში 20-21 ივლისს მიმდინარეობდა და მასში…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქალაქ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე, წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ღონისძიება „ფოთი პრო 2026“ გაიმართა. ტურნირი ორი დღის განმავლობაში 20-21 ივლისს მიმდინარეობდა და მასში…

ქალაქ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე „ოქროს ტბის“ წყალსათხილამურო ბაზაზე, წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ღონისძიება „ფოთი პრო 2026“ გაიმართა. ტურნირი ორი დღის განმავლობაში 20-21 ივლისს მიმდინარეობდა და მასში მსოფლიოს ხუთი კონტინენტის სპორტსმენები, მათ შორის მსოფლიო რეიტინგის ლიდერები - ჯეიმი ბული, ფრედი ვინტერი, დანილო ფილჩენკო, ტომას დეგასპერი და ბრანდო კარუზო - მონაწილეობდნენ.

ტურნირს საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ფოთის მერ ბექა ვაჭარაძესთან ერთად ესწრებოდა.

გამარჯვებულები გამოვლინდნენ სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში.

მამაკაცებს შორის ჩემპიონობა იზეიმეს შემდეგ სპორტის სახეობებში:

სლალომი - ფრედი ვინტერი;

ფიგურები - დანილო ფილჩენკო;

ტრამპლინიდან ხტომა - ლუკა რაუხენვალდი.

ქალებს შორის:

სლალომი - სეიდ ფერგიუსონი;

ფიგურები - მარია პოპოვა;

ტრამპლინიდან ხტომა - ლინდა პოლიდოროვა.

გამარჯვებული სპორტსმენები საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ირაკლი მეძმარიაშვილმა, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და ფოთის ტბის კლუბის პრეზიდენტმა კონსტანტინე ოსიპოვმა დააჯილდოვეს.

24-26 ივლისს კი ფოთის „ოქროს ტბა“ ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო სპორტის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 20 ქვეყნის 120-ამდე სპორტსმენი მიიღებს.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო და ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, ტურნირების ორგანიზატორები კი - საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და „ფოთის ტბის კლუბი“. ღონისძიება საერთაშორისო წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციის (IWWF) პატრონაჟით ჩატარდება.

შეჯიბრებები ჩატარდება წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად დისციპლინაში: სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში.

ფოთს წყალსათხილამურო სპორტთან განსაკუთრებული ისტორიული კავშირი აქვს. 1991 წელს სწორედ აქ გაიმართა საქართველოში პირველი ევროპის ჩემპიონატი ამ სპორტის სახეობაში და წელს ამ ისტორიული მოვლენის 35-ე წლისთავი აღინიშნება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს