ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 11

სპორტის მინისტრმა ვიქტორ სანეევის ხსოვნას პატივი მიაგო

სპორტის მინისტრმა ვიქტორ სანეევის ხსოვნას პატივი მიაგო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ავსტრალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ვიზიტის დროს მინისტრმა ლეგენდარული მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის - ვიქტორ სანეევის, საფლავი მოინახულა, გვირგვინით შეამკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ავსტრალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ვიზიტის დროს მინისტრმა ლეგენდარული მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის - ვიქტორ სანეევის, საფლავი მოინახულა, გვირგვინით შეამკ…

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ავსტრალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ვიზიტის დროს მინისტრმა ლეგენდარული მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის - ვიქტორ სანეევის, საფლავი მოინახულა, გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მის უკვდავ სახელს.

სპორტის მინისტრთან ერთად ავსტრალიაში ლეგენდარული სპორტსმენისთვის პატივის მისაგებად ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი აბდუშელიშვილი, საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა მურჯიკნელი, ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს ელჩის პირველი მრჩეველი ლაშა ჯაფარიძე, რომლებსაც ადგილზე ვიქტორ სანეევის მეუღლე იანა ხვარცკია და ოჯახის ახლობლები დახვდნენ.

შეკრებილმა საზოგადოებამ გაიხსენა ვიქტორ სანეევის განუზომელი ღვაწლი ქართული სპორტის ისტორიისა და მსოფლიო მძლეოსნობის წინაშე, ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებისთვის.

ვიქტორ სანეევი სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორია. სპორტსმენი ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენია. იგი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს მძლეოსნად ითვლება. დასახელებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.

სანეევი იყო ერთადერთი სამმხტომელი, რომელმაც მძლეოსნობის ურთულეს დისციპლინაში ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. იგი გახლდათ პირველი სპორტსმენი საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით დაჯილდოვდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს