ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი2 წთ საკითხავი👁 11

თემურ ქეცბაია – ამ წაგების შემდეგ მილიონნახევარი ადამიანი გვლანძღავს, აქედან ერთი პროცენტი სტადიონზე რომ მოდიოდეს, სიტუაცია სხვანაირი იქნებოდა

თემურ ქეცბაია – ამ წაგების შემდეგ მილიონნახევარი ადამიანი გვლანძღავს, აქედან ერთი პროცენტი სტადიონზე რომ მოდიოდეს, სიტუაცია სხვანაირი იქნებოდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვილნიუსის „ჟალგირისთან“ 2:7 წაგების შემდეგ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა. მან მედიის შეკითხვებს უპასუხა. „ასეთ ფორმატში ვილნიუსის „ჟალგირისთან“ მარცხზე საუბარი ცოტა დაგვიან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვილნიუსის „ჟალგირისთან“ 2:7 წაგების შემდეგ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა. მან მედიის შეკითხვებს უპასუხა. „ასეთ ფორმატში ვილნიუსის „ჟალგირისთან“ მარცხზე საუბარი ცოტა დაგვიან…

ვილნიუსის „ჟალგირისთან“ 2:7 წაგების შემდეგ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა. მან მედიის შეკითხვებს უპასუხა.

„ასეთ ფორმატში ვილნიუსის „ჟალგირისთან“ მარცხზე საუბარი ცოტა დაგვიანებულიც არის. თქვენი მესმის, რომ ამაზე ვილნიუსში უნდა გვესაუბრა. რაც მოხდა, მართლაც მიუღებელია ყველასთვის და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, გულშემატკივრისთვის და მთელი საქართველოსთვის.

სამწუხაროა, რომ „ჟალგირისთან“ მატჩისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ – ან არ გვქონდა იმის საშუალება, რომ მოვმზადებულიყავით – ესეც სამწუხაროა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემზე, როგორც მწვრთნელზე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მოდის.

ვეცადეთ, ეს ყველაფერი უკან მოგვეტოვებინა და წინ გაგვეხედა – ესაა დღეს ჩვენი მიზანი. ამ მდგომარეობაში ჩარჩენა და ამაზე აქცენტის გაკეთება შორს ვერ წაგვიყვანს. რა თქმა უნდა, მომხდარი გასაანალიზებელია.

გიორგი ლორიასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ის გუნდიდან არ წასულა. ეს ტყუილია. ჩვენ ვისაუბრეთ და ვუთხარი: „ამ დღის შემდეგ მე შენ, საწმუხაროდ, პირველ მეკარედ არ განგიხილავ, მეტი შანსი აღარ მოგეცემა-მეთქი. დანარჩენთან დაკავშირებით ხელმძღვანელობასთან ვისაუბრე და გადაწყვეტილება მიიღეთ“.

ჩვენი საკლუბო ფეხბურთი რეიტინგში უკანასკნელ პოზიციებზეა, მაშინ როცა ბევრი არასაფეხბურთო ქვეყნის წარმომადგენელი წარმატებით თამაშობს. ეს ვითარებას კიდევ უფრო სავალალოდ აჩენს. ერთადერთი გამოსავალი, რომელიც როგორც მწვრთნელს მატჩის მიმდინარეობისას მქონდა, იყო ის, რომ მოედანზე შევვარდნილიყავი და მატჩი ჩამეშალა. სხვა გამოსავალი არ მქონდა.

„დინამოში“ 3 თვეა, ვმუშაობ და ამდენი ხანია, ვამბობ, რომ მოდით, სტადიონზე იარეთ, ქართულ ფეხბურთს გვერდით დაუდექით და 2 ათასი ადამიანის მოგროვება ვერ შევძელით. პარალელურად კი ჩასაფრებული ადამიანები მსგავს მომენტს ელოდებიან, რომ ქართული ფეხბურთი მიწასთან გაასწორონ. მატჩის შემდეგ მილიონნახევარი ადამიანი გვლანძღავდა, მაგრამ ტრიბუნაზე ამ ხალხის ერთი პროცენტიც რომ დადიოდეს, უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ქვეყანა ბოღმაში, შურში და ღვარძლშია ჩარჩენილი და ეს ფეხბურთზეც აისახება.

მატჩის შემდეგ ბევრი ვიფიქრე, შეიძლება სახლშიც წავსულიყავი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ არ მივიღე, რომ გუნდი სეზონის წინ არ ჩამიბარებია და არ მინდა აღებული პასუხისმგებლობა შუაში მივატოვო. რომან ფიფიას ასეულობით მილიონი აქვს ჩადებული „დინამო თბილისის“ განვითარებისთვის. შეგიძლიათ ნახოთ ბაზა და ინფრასტრუქტურა, რომელიც გაკეთდა და ის პირობები, რომელიც გუნდს აქვს. ამ ადამიანის კრიტიკის ნაცვლად, მსგავს ფიგურებს უნდა მოვუწოდებდეთ, რომ ფეხბურთში თანხის დაბანდება გადაწყვიტონ. თუ ამ შედეგზე ვინმეა პასუხისმგებელი, ეს მე ვარ.

მსგავს ვითრებაში პირველად მოვხვდი, მაგრამ ყველას გვიწევს რაღაცების პირველად გამოცდა. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, არის ის, რომ გუნდს ჩემპიონობის შანსი აქვს. სეზონი რომ დასრულდება, შემდეგ დავსხდებით და მოვილაპარაკებთ, თუ რა იქნება შემდეგ. მე იმ გუნდში დავბრუნდი, რომელმაც ყველაფერი მომცა ცხოვრებაში. ყველაფერი, რასაც მივაღწიე, აქ დაიწყო“, – აღნიშნა თემურ ქეცბაიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს