ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 0

ინგლისმა ხორვატიას 4:2 მოუგო

ინგლისმა ხორვატიას 4:2 მოუგო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინგლისის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ხორვატიის გუნდთან გამართა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა. მატჩის მერვე წუთზე ლუკა მოდრიჩმა საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, რის გამოც მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინგლისის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ხორვატიის გუნდთან გამართა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა. მატჩის მერვე წუთზე ლუკა მოდრიჩმა საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, რის გამოც მ…

ინგლისის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ხორვატიის გუნდთან გამართა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.

მატჩის მერვე წუთზე ლუკა მოდრიჩმა საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია, რის გამოც მთავარმა არბიტრმა ხორვატების კარში პენალტი დანიშნა. ინგლისელთა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი შეასრულა, მაგრამ დომიკინ ლივაკოვიჩმა ის მოიგერია.

მოგვიანებით გაირკვა, რომ თერთმეტმეტრიანის შესრულების დროს ლივაკოვიჩს არცერთი ფეხი კარის ხაზზე არ ედგა, რის გამოც ინგლისს პენალტის მეორედ შესრულება მოუწია. მეორე ცდიდან კეინმა გოლი შეაგდო და ინგლისელები წინ გაიყვანა.

მატჩის 36-ე წუთზე ხორვატმა მარტინ ბატურინამ ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. 42-ე წუთზე ინგლისელებმა მეორედ აიღეს ხორვატების კარი. გატანილი გოლის ავტორი კვლავ ჰარი კეინი იყო.

პირველი ტაიმის დამატებით დროში ხორვატიის ნაკრებმა კვლავ გაათანაბრა ანგარიში. გოლი ინგლისელთა კარში პეტარ მუსამ გაიტანა.

მეორე ტაიმი ინგლისელთა უპირატესობით დაიწყო და უკვე 47-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა ანგარიში 3:2 გახადა. მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა კვლავ აიღო ხორვატთა კარი და საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს