ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი2 წთ საკითხავი👁 17

სპორტის მინისტრი 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ევროპის ჩემპიონატის დახურვის ცერემონიას დაესწრო

სპორტის მინისტრი 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ევროპის ჩემპიონატის დახურვის ცერემონიას დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თელავში 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის (Men’s 18 EHF Championship II 2026) ევროპის პირველობა გაიმართა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩემპიონატის დახურვის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს სპო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თელავში 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის (Men’s 18 EHF Championship II 2026) ევროპის პირველობა გაიმართა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩემპიონატის დახურვის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს სპო…

თელავში 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის (Men’s 18 EHF Championship II 2026) ევროპის პირველობა გაიმართა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩემპიონატის დახურვის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის (Men’s 18 EHF Championship II 2026) ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის დროს საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. მატჩი მეტოქის გამარჯვებით, ანგარიშით 35:28 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე მოპოვებული ოთხი გამარჯვების შედეგად 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ევროპის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში გადაინაცვლა.

საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკოლოზ მამულაშვილი დასახელდა, რომელიც შალვა გოგოლაძემ დააჯილდოვა.

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 31:24 დაამარცხა, მეორე მატჩში ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ანგარიშით 35:32 გაიმარჯვა, მესამე შეხვედრაში კვიპროსის ნაკრები ანგარიშით 29:19 დაამარცხა, ხოლო მეოთხე გამარჯვება კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოიპოვა, რომელშიც მეტოქეს ანგარიშით 35:30 სძლია.

18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა EHF-ის ჩემპიონატში, საქართველოს გარდა, ბელგიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, კოსოვოსა და კვიპროსის გუნდები მონაწილეობდნენ. კონტინენტის პირველობა, 2-დან 9 აგვისტოს ჩათვლით, თელავის სპორტის სასახლეში იმართებოდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს