ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 13

„ლარნის“ მწვრთნელი – „იბერიის“ მიმართ პატივისცემის მიუხედავად, მჯერა ჩემი გუნდის და იმედია, შემდეგ ეტაპზე გავალთ

„ლარნის“ მწვრთნელი – „იბერიის“ მიმართ პატივისცემის მიუხედავად, მჯერა ჩემი გუნდის და იმედია, შემდეგ ეტაპზე გავალთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნის“ მთავარმა მწვრთნელმა, გარი ჰევერონმა „იბერიასთან“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „რა თქმა უნდა, პირვე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნის“ მთავარმა მწვრთნელმა, გარი ჰევერონმა „იბერიასთან“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „რა თქმა უნდა, პირვე…

ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნის“ მთავარმა მწვრთნელმა, გარი ჰევერონმა „იბერიასთან“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, პირველი მატჩის წინ ინფორმირებული ვიყავით „იბერიის“ პრობლემებზე, მაგრამ ეს ჩვენ ნაკლებად გვეხებოდა და ვითარებას ვერ შევცვლიდით. თამაში ისეთი იყო, როგორსაც ველოდით. „იბერია“ კარგი გუნდია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლის უპირატესობა აქვს, შევეცდებით, კარგად ვითამაშოთ და დადებითი შედეგი ვაჩვენოთ.

ილუზია არ გვაქვს, რომ თბილისში იოლი თამაში იქნება, მაგრამ თავდაჯერების გარეშე წარმატების მიღწევას ვერავინ შეძლებს. არასოდეს ვფიქრობთ, რომ აუცილებლად მოვიგებთ, მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ მჯერა ჩემი გუნდის და იმედია, შემდეგ ეტაპზე გავალთ“.

„იბერია“ – „ლარნის“ შეხვედრა 11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ჩემპიონი მოგების შემთხვევაში კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს