ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 10

გიორგი ჯინჯოლავა – მიმაჩნია, რომ „იბერიის“ ფეხბურთელები „ლარნთან“ მატჩისთვის მზად არიან

გიორგი ჯინჯოლავა – მიმაჩნია, რომ „იბერიის“ ფეხბურთელები „ლარნთან“ მატჩისთვის მზად არიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნთან“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის „იბერიის“ კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ გუნდის განწყობაზე ისაუბრა. „ჩრდილოეთ ირლანდიაში თამაშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნთან“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის „იბერიის“ კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ გუნდის განწყობაზე ისაუბრა. „ჩრდილოეთ ირლანდიაში თამაშ…

ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნთან“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის „იბერიის“ კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ გუნდის განწყობაზე ისაუბრა.

„ჩრდილოეთ ირლანდიაში თამაშის ხარისხით არც ჩვენ ვართ კმაყოფილი. ხელოვნურ საფარზე ადრეც გვითამაშია, მაგრამ იქ განსხვავებული მოედანი იყო და ბურთის ტრაექტორიის განსაზღვრა გვიჭირდა. ცხადია, რთულმა მგზავრობამაც თავისი როლი ითამაშა.

არ გვაინტერესებს მეტოქის ფეხბურთელების კომენტარები. კარგია, თუ ილუზია აქვთ, რომ სახლში ვერმოგებული გუნდი გასვლაზე გაიმარჯვებს, ასეთი საუბარს პასუხს მოედანზე გავცემთ.

რა თქმა უნდა, წნეხი არის, რადგან დიდი ხანია, ქართული გუნდს ამ ეტაპზე არ უთამაშია, მაგრამ არა მგონია, რომ ამან იმოქმედოს. მიმაჩნია, რომ „იბერიის“ ფეხბურთელები მატჩისთვის მზად არიან“.

„იბერიისა“ და „ლარნის“ საპასუხო შეხვედრა 11 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. მოგების შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს