ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი2 წთ საკითხავი👁 21

სპორტის მინისტრმა ათლეტიზმის ნაკრებს წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

სპორტის მინისტრმა ათლეტიზმის ნაკრებს წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სპორტის მინისტრმა ათლეტიზმის ნაკრებს წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ათლეტიზმის ნაკრებს წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სპორტის მინისტრმა ათლეტიზმის ნაკრებს წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ათლეტიზმის ნაკრებს წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომ…

სპორტის მინისტრმა ათლეტიზმის ნაკრებს წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ათლეტიზმის ნაკრებს წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა.

ლიეტუვის ქალაქ დრუსკინკაში გამართულ წოლჭიმის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ათლეტებმა 26 - 11 ოქროს, 7 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს - მედალი მოიპოვეს.

გოგონებმა ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულეს და გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს. ბარბარე კვიციანი (47 კგ) და ნინი მარუაშვილი (52 კგ) ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, ლიზი ლეკიშვილი (63 კგ) და სალომე მამისაშვილი (69 კგ) კი - ბრინჯაოს პრიზიორები.

ჭაბუკებმა ცხრა მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. ჩემპიონობა საბა გოგიჩაიშვილმა (66 კგ), გოდერძი ქარცივაძემ (74 კგ) და მერაბ სამხარაძემ (+120 კგ) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონები საბა ბოჭორიშვილი (74 კგ), თორნიკე მარტიაშვილი (120 კგ) და საბა კუპრაძე (+120 კგ) გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი ილია კიკვილაშვილმა (53 კგ), გიორგი წიკლაურმა (58 კგ) და დიმიტრი ჯუღელმა (83 კგ) მოიპოვეს.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხუთი მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედლები ანდრია მიქაუტაძემ (53 კგ), გიორგი გელაშვილმა (59 კგ) და ალეკო სიდანოვმა (66 კგ) დაიმსახურეს, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა საბა გიორგაძე (120 კგ), ბრინჯაოს პრიზიორი კი - ამირან აბრამიშვილი (66 კგ).

უფროსებს შორის გოგონებმა ღია კატეგორიაში ორი მედლით მესამე გუნდური ადგილი დაიკავეს. ჩემპიონობა სოფიკო კვანჭიანმა (63 კგ) იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი მარი ბეგლარიშვილმა (47 კგ) მოიპოვა.

უფროსებს შორის ღია კატეგორიაში ბიჭებმა ოთხი მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. ჩემპიონობა ჯაბა სეფიაშვილმა (59 კგ) და ცოტნე ბეჟაშვილმა (66 კგ), იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონი გახდა გენადი ოტიაშვილი (74 კგ), ბრინჯაოს მედალი კი ლევან მთიულიშვილმა (105 კგ) დაისაკუთრა.

ვეტერანებს შორის M1 40-50 წლამდე კატეგორიაში ქართველმა ათლეტებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს და გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს. ჩემპიონობა იზეიმეს გიორგი ბეჟაშვილმა (66 კგ), და ლევან გილიგაშვილმა (83 კგ).

შეხვედრას საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ათლეტიზმის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა სარალიძე და ფედერაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს