საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის „შავი ზღვის თასი“ გამარჯვებულია

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა საერთაშორისო ტურნირს „შავი ზღვის თასი“ მეორედ უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრები გახდა, -…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა საერთაშორისო ტურნირს „შავი ზღვის თასი“ მეორედ უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრები გახდა, -…
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა საერთაშორისო ტურნირს „შავი ზღვის თასი“ მეორედ უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრები გახდა, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ნაკრებმა ფინალში ბულგარეთის ნაკრები ანგარიშით 27:19 დაამარცხა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ქართულმა გუნდმა „Grandpas-მა“, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახეთის ნაკრებს ანგარიშით 33:31 სძლია.
„ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრე ვარძელაშვილი (საქართველოს ნაკრები) გახდა, დაცვის საუკეთესო მოთამაშე - სტოიჩო მიტევი (ბულგარეთი), ხოლო შეტევის საუკეთესო მოთამაშე - კონსტანტინე ჩიკვატია (საქართველო).
„შავი ზღვის თასი“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობას ექვსი ქვეყნის ნაკრები გუნდები იღებდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.