ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 12

ხვიჩა კვარაცხელია: ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ვიღაც, თუნდაც ერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე ფიქრობს, რომ შენ ფეხბურთის ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოს იმსახურებ

ხვიჩა კვარაცხელია: ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ვიღაც, თუნდაც ერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე ფიქრობს, რომ შენ ფეხბურთის ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოს იმსახურებ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „პსჟ“-ს შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში გამარჯვების შანსები შეაფასა . ჟურნალისტმა კვარაცხელიას ჰკითხა, რას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „პსჟ“-ს შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში გამარჯვების შანსები შეაფასა . ჟურნალისტმა კვარაცხელიას ჰკითხა, რას…

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „პსჟ“-ს შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში გამარჯვების შანსები შეაფასა.

ჟურნალისტმა კვარაცხელიას ჰკითხა, რას ფიქრობს ის, როცა ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც არიან მიშელ პლატინი და ტონი კროოსი ამბობენ, რომ ის „ოქროს ბურთს“ იმსახურებს.

„სასიამოვნოა, როცა მოთამაშეები, ლეგენდები ამბობენ, რომ მე დავიმსახურე ის. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ვიღაც, თუნდაც ერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე ფიქრობს, რომ შენ ფეხბურთის ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოს იმსახურებ. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ჩემს საქმეს სწორად ვაკეთებ. მსურს იგივე დონეზე გავაგრძელო. ვნახოთ, რას მომცემს ცხოვრება. ყველაფრისთვის მზად ვარ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

რაც შეეხება შანსებს გამარჯვებაზე, ქართველი ფეხბურთელის თქმით, ეს მასზე არ არის დამოკიდებული.

„ვფიქრობ, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ეს არის დამოკიდებული იმ ადამიანებზე, რომლებიც ამას წყვეტენ. მაგრამ იყო ასეთი მოთამაშეების რიგში, ნამდვილად სასიამოვნოა. ფეხბურთსა და ცხოვრებაში ყველაფრის მჯერა. ამიტომაც დღეს „პსჟ“-ში ვარ და ვამაყობ“, - თქვა კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, საფეხბურთო სამყაროს ყველაზე პრესტიჟულმა ინდივიდუალურმა ჯილდომ - „ოქროს ბურთმა“ (Ballon d'Or) - 2026 წლის ნომინანტთა ოფიციალური სია გუშინ გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც არის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს