ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი2 წთ საკითხავი👁 16

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია⚽

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია⚽
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშებისთვის მზადებას იწყებს. გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის მოსამზადებლად 21 სექტემბრიდან, თბილისში შეიკრიბება. ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშებისთვის მზადებას იწყებს. გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის მოსამზადებლად 21 სექტემბრიდან, თბილისში შეიკრიბება. ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში სა…

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშებისთვის მზადებას იწყებს. გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის მოსამზადებლად 21 სექტემბრიდან, თბილისში შეიკრიბება.

ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს (20:00), 28 სექტემბერს კი უკრაინას (20:00). 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება (22:45), 5 ოქტომბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება (22:45).

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, 27 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია - ავსტრიული „ვოლფსბერგის“ ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („გიოზთეფე“, თურქეთი), დავით კერესელიძე („დილა“, საქართველო).

დაცვა: ლუკა ლოჩოშვილი („კიოლნი“, გერმანია), ლაშა დვალი („ცსკა 1948“, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე („მონცა“, იტალია), ილია ბერიაშვილი („მტკ ბუდაპეშტი“, უნგრეთი), საბა საზონოვი („ხეტაფე“, ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე („კაისერისპორი“, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა).

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სევილია“, ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი („რაიო ვალეკანო“, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („ჩიკაგო ფაიერ“, აშშ), ოთარ მამაგეიშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), ნოდარ ლომინაძე („ტორპედო“, საქართველო), ირაკლი ეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე („უდინეზე“, იტალია), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („მეცი“, საფრანგეთი), გიორგი გაგუა („დუნაისკა სტრედა“, სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ“, საფრანგეთი).


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს