ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 19

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჭადრაკის მასწავლებელთა პირველ ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჭადრაკის მასწავლებელთა პირველ ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დაიწყო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჭადრაკის მასწავლებელთა პირველ ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. ოლიმპიადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დაიწყო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჭადრაკის მასწავლებელთა პირველ ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. ოლიმპიადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის…

დაიწყო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჭადრაკის მასწავლებელთა პირველ ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია.

ოლიმპიადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობით გაიმართება.

ოლიმპიადის მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია, ჭადრაკის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჭადრაკის სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხიანად წარმართვის მხარდაჭერა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ყველა მოქმედ ჭადრაკის მასწავლებელს, რომელიც გამოხატავს მონაწილეობის სურვილსა და მზაობას და შეავსებს საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ მიწოდებულ სარეგისტრაციო ფორმას.

განაცხადის შევსება სკოლებში 22 სექტემბრიდან დაიწყება და 2026 წლის 5 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

ჭადრაკის მასწავლებელთა ოლიმპიადა ორ ეტაპად - რეგიონული და ფინალური ტურნირების სახით ჩატარდება.

ოლიმპიადის რეგიონული ტურნირები მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართება, სადაც რეგიონის ჩემპიონი ჭადრაკის მასწავლებელი გამოვლინდება.

ფინალური ტურნირი თბილისში ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. მასში მონაწილეობას რეგიონული ტურნირების 12 გამარჯვებული მასწავლებელი მიიღებს.

ოლიმპიადის ყველა მონაწილე მიიღებს მონაწილეობის დამადასტურებელ ელექტრონულ სიგელს, ხოლო გამარჯვებულები შესაბამისი დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან. საქართველოს ჭადრაკის მასწავლებელთა პირველი ოლიმპიადის გამარჯვებულ მასწავლებელს გადაეცემა ოქროს მედალი და ნონა გაფრინდაშვილის თასი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს